spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი – ტრამპს არ სურს ზელენსკის გადადგომა

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადადგეს თეთრ სახლში მათი დაპირისპირების შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა სურს თუ არა ტრამპს ზელენსკის გადადგომა.

“არა, ის არ ერევა უკრაინის პოლიტიკაში. მას სურს იყოს მშვიდობისმყოფელი”, – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა.

მისი თქმით ტრამპი “მოიფიქრებს რა გააკეთოს და როგორ უპასუხოს“ შემდგომი ნაბიჯების და უკრაინის დახმარების შესაძლო შეწყვეტის კონტექსტში.

“ის აპირებს გაერკვეს, რა ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს რუსეთთან და რა ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს უკრაინასთან, რათა აიძულოს ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – განაცხადა ლუტნიკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები