ამერიკელი სენატორი, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ეს შურისძიების აქტი ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც წინა ხაზზე იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახიფათოცაა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარები პუტინს, უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობის ესკალაციისკენ. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება.
ამ შეურაცხყოფას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერაფრის მოპოვება ვერ შეძლო, პუტინის ასე გულუხვი დახმარების სანაცვლოდ.
მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს აღებული კურსი და გაიხსენოს, რომ ამერიკული ღირებულებები თანხვედრაშია თავისუფალ სამყაროსთან და არა ავტოკრატებთან და მკვლელ დიქტატორებთან”, – აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.