spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025”-ის რეგიონული თამაშები გაიმართა

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025”-ის რეგიონული თამაშები გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ.

ტურნირი ქალაქ ბორჯომში სასპორტო სკოლაში ჩატარდა.

პირველი ადგილი გოგოებში ქალაქ ბორჯომის № 1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ვაჟებში კი ბორჯომის №3 სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.

გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ლურსმანაშვილმა, სასპორტო სკოლის დირექტორმა ელიზბარ სტეფნაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

პირველ ადგილზე გასული გუნდები აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები