spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ბატიაშვილი – პირველი საფრთხე ახლა უკრაინაა და არავინ აპირებს უკრაინის ჩაბარებას

ამ სამმა წელმა ევროპა მცირედით გამოაღვიძა. ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ევროპულ სხვა ქვეყნებს მიადგება, –  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი საფრთხე ახლა უკრაინაა და არავინ აპირებს უკრაინის ჩაბარებას.

“ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ევროპულ სხვა ქვეყნებს მიადგება, მათ შორის, პირდაპირ საფრთხის ქვეშაა მოლდოვა, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინაში დამარცხება ევროპისთვისაც იქნებოდა საბოლოოდ უფროსი ძმის შეძენა რუსეთის სახით, რომელიც უკარნახებდა – როგორ იცხოვრონ, რა გააკეთონ, სად დააყენონ ჯარი, აქედან გამომდინარე, რაიმე ბანქოს თამაშზე საუბარი ზედმეტია, აქ არის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ეგზისტენციალური საფრთხე დგას.

ამ სამმა წელმა ევროპა მცირედით გამოაღვიძა. რუსეთის არმიას ახლა, რაც უკრაინაში გასდის, ვერ გაუვა ფინეთის, შვედეთის ან პოლონეთის არმიასთან, ესენი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მით უმეტეს, რომ ისინი ნატოს წევრები არიან, მაგრამ მაინც პირველი საფრთხე ახლა უკრაინაა და არავინ აპირებს უკრაინის ჩაბარებას”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები