spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ სამხარაძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ თქვეს უარი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და შესაბამისად, არ არიან წარმოდგენილი დელეგაციაში, ისინი ერთ-ერთი დელეგატის სტუმრის სტატუსით ასამბლეაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ უფლება  სხდომას დასწრებოდნენ ან დებატებში სიტყვით გამოსულიყვნენ. ისინი დერეფნებში ცდილობდნენ როგორმე გამოეჭირათ რომელიმე დელეგაციის წევრი და მათთვის ეთხოვათ, რომ საქართველო არ ყოფილიყო მიწვეული ეუთოს ასამბლეის სხდომებზე“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, დახურულ სხდომაზე დებატები გაიმართა ყველა იმ არჩევნების შესახებ, რომელიც 2024 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა და რომელსაც ეუთოს მისია აკვირდებოდა.

მისივე თქმით, საუბარი იყო  საქართველოს არჩევნებზეც, სადაც მომხსენებელმა ობიექტურად და კარგად წარმოადგინა ის მიგნებები, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა.

„მომხსენებელმა მათ შორის ისაუბრა პოზიტიურ მხარეებზეც, მაგალითად, ელექტრონული მთვლელების შემოღებაზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, როგორც ერთ-ერთ პოზიტიურ სიახლეს. ასევე საუბარი იყო ეუთოს რეკომენდაციებზე, მათ  კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან იმუშაონ 12 საარჩევნო რეკომენდაციის თაობაზე. უნდა ვთქვა, რომ ზოგადად  ეუთოს ასამბლეა საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგით დასრულდა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ  მზადყოფნა გამოთქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ამ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები