spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ტალახაძე – ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია, ვერაფერს დაგვაკლებენ

ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლაშა ტალახაძემ ესტონეთის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩვენთვის პირადად არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ასე დავარქმევდი. ასე რომ, ხმამაღლა ვიტყვი, ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ ამით. გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას, ყველა იმ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, რასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ და ალბათ ეს არის მთავარი მიზანი, რომ გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. არც არის გასაკვირი, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები მსგავს სმს აგზავნიან იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ ჩვენ რამე გვაკლდება ამით.

დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საქმეს, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგება“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები