spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბესაძე – ამ ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესების გამო ისჯებიან

იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სანქცირდებიან, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესების გამო ისჯებიან, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები ვერ ახლოვდებიან.

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ არანაირი დაახლოება ე.წ. ხელისუფლების სინამდვილეში, ავტორიტარი უზურპატორი ივანიშვილის და დასავლეთის ქვეყნების არ იქნება და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ ივანიშვილი არ არის სამიზნე.

ივანიშვილი ვერ იცავს საკუთარ თავსაც კი და ეს გვაჩვენა დიდ ბრიტანეთში კვლავ გააქტიურებულმა პროცესმა ივანიშვილის სანქცირებაზე. ივანიშვილი ვერ ახერხებს საკუთარი ხელქვეითების, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვას. ასე რომ, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სანქცირდებიან, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესების გამო ისჯებიან”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს მაღალჩინოსნებს 3 მარტს სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები