spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის მიუღებელი მოვლენა და ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.

“ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა. რასაც აკეთებდნენ ასეთი ადამიანები ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიკების სახით, იმავეს აკეთებენ დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ქვეყნებში, დამოკიდებულება არის ზუსტად იგივე. როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და ეს ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები