spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სენატორი ელისა სლოტკინი – პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, თავის მილიარდერ მეგობრებს უპრეცედენტო საჩუქრები ჩამოურიგოს

ტრამპს უყვარს თქმა, მშვიდობა ძალის საშუალებით, ეს ფრაზა რონალდ რეიგანისგან მოიპარა, მაგრამ გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში განვითარებული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი ალბათ საფლავში ბრუნავს, – ამის შესახებ მიჩიგანის სენატორმა ელისა სლოტკინმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის უფრო ეფექტური მთავრობა სჭირდება.

“ამერიკელებს სურთ ცვლილება. ამისთვის არსებობს პასუხისმგებლიანი და უგუნური გზა. ჩვენ შეგვიძლია, ეს განვახორციელოთ იმის დავიწყების გარეშე, ვინ ვართ, როგორც ქვეყანა და დემოკრატია. პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა ეკონომიკაზე, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია წვრილი შრიფტით დაწერილის წაკითხვა. ეხმარება მისი გეგმები ამერიკელებს წინსვლაში? საერთოდ არა.

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, თავის მილიარდერ მეგობრებს უპრეცედენტო საჩუქრები ჩამოურიგოს. ის ეძებს ტრილიონობით დოლარს, რათა გადასცეს ამერიკის უმდიდრეს ხალხს. ამისათვის ის გაიძულებთ, გადაიხადოთ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის. საკვებსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასები იზრდება და არა – მცირდება. მას არ წარუდგენია რაიმე სანდო გეგმა ამასთან გასამკლავებლად. კანადის მსგავს მოკავშირეებზე დაწესებული ტარიფები ფასებს გაზრდის ენერგომატარებლებზე, ხე-ტყის მასალებზე, ავტომობილებზე და დაიწყება სავაჭრო ომი, რომელიც ზიანს მიაყენებს წარმოებასა და ფერმერებს. თქვენი სადაზღვევო შენატანები და რეცეპტები უფრო ძვირი დაგიჯდებათ, რამდენადაც მისი გათვლები არ მუშაობს. ამასობაში, იზრდება ეროვნული ვალი. ის არ ფრთხილობს და შეიძლება, რეცესიაში გადაგვაგდოს. თავისი გეგმის განსახორციელებლად, შეიძლება, მიადგეს თქვენს საპენსიო დანაზოგებს, სოციალურ უსაფრთხოებას, “მედიქეარს“ და ვეტერანების პროგრამას, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება შრომობდით. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამას არ იზამს, მაგრამ ილონ მასკმა სოციალური უსაფრთხოება ყველა დროის ყველაზე დიდ პირამიდულ სქემად გამოაცხადა.

ჩვენ უფრო ეფექტური მთავრობა გვჭირდება. უაზრო გათავისუფლება ხალხის, რომელიც მუშაობს ჩვენი ბირთვული შეიარაღების დასაცავად, თვითმფრინავების ჩამოვარდნისგან დასაცავად, ატარებენ კვლევებს სიმსივნისგან განსაკურნავი მედიკამენტების შესამუშავებლად და ორი დღის შემდეგ კვლავ სამსახურში იყვანენ. საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საიმიგრაციო სისტემის გამართვის გარეშე, არის სიმპტომის მკურნალობა და არა დაავადების.

ამერიკა იმიგრანტების ქვეყანაა. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ამის თქმა, მშვიდობა ძალის საშუალებით. ეს ფრაზა რონალდ რეიგანისგან მოიპარა, მაგრამ გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში განვითარებული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი ალბათ, საფლავში ბრუნავს. ჩვენ ყველას გვსურს უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ რეალური ძალა მოითხოვს, ამერიკამ გააერთიანოს ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური ძალა მორალურ სიცხადესთან. ოვალურ კაბინეტში ის სცენა მსოფლიოს მიმართ ტრამპის მიდგომას ასახავს. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა, პუტინისნაირ დიქტატორთან დაახლოება და კანადისნაირი მეგობრებისთვის კბილებში ჩარტყმა“, – განაცხადა ელისა სლოტკინმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები