spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, შეწყვიტა შიმშილობა, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქათამაძეს ჩაუტარდა ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა.

“მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა” , – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

მან 48 დღე იშიმშილა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები