დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით. ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი მსოფლიოს ეპიცენტრია.
“დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული „ლიდერშიფის“ უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.
ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:
1. პოლიტპატიმრები – გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
2. არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
3. ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
4. სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
5. სანქციები – კონკრეტული მასალებით
დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით“, – წერს ელენე ხოშტარია.