spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით

ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა.

“იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ გადააჭარბა 9,5 პროცენტს, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11,1 პროცენტი, ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები