პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
“დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვანადგურებთ ქართულ ბანდებს. არა სიტყვები, არამედ მოქმედებები,” – წერს დონალდ ტუსკი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთში კანონდამრღვევ უცხოელებს საკუთარ სამშობლოში დააბრუნებდნენ, ეს პროცესი კი მარტის პირველ კვირაში დაიწყებოდა.