spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ბადრიძე – ყველაზე მეტად გვაინტერესებს, შეძლებენ თუ არა ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების უკრაინის დაცვის აუცილებელ საქმეში დაბრუნებას

ევროპელი ლიდერები აბსოლუტურად კრიტიკულ როლს ასრულებენ. მათ ისტორიული ამოცანა დააწვათ მხრებზე – უპასუხონ პასუხისმგებლობას უკრაინის მიმართ და ზოგადად, უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება და მსოფლიო წესრიგი, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მომენტში, ყველაზე მეტად საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების უკრაინის დაცვის აუცილებელ საქმეში დაბრუნებას.

“შეერთებული შტატების პრეზიდენტი არასდროს გვინახავს ამ სტილში ურთიერთობდეს კონგრესთან და ამერიკელ ხალხთან, იყენებდეს ისეთ ლექსიკას, როგორიც ახლა ვიხილეთ ტრამპისგან.

ყოველთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასოცირდებოდა ღირსეულ ქცევასთან და დარბაისლობასთან. თუნდაც ეს არ ყოფილიყო მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამერიკული დემოკრატია ინსტიტუციურად ისეა მოწყობილი, რომ პრეზიდენტს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.

მცირედი დადებითი მომენტიც კი დავინახეთ იმ კატასტროფული სანქციების შემდეგ, რაც თეთრ სახლში ვიხილეთ. ზელენსკის შეიძლება სამართლიანად აკრიტიკებდნენ, რომ მას უფრო დიპლომატიური რეაქცია შეეძლო გამოეხატა. ზელენსკი რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, 24 თებერვლის ღამეს უკრაინაში არ დარჩებოდა, თავს არ გაწირავდა, არ გარისკავდა და არ გაუძღვებოდა ერს იმ გმირულ ბრძოლაში, რომელშიც ის უკვე სამი წელია, იმყოფება.

ევროპელი ლიდერები აბსოლუტურად კრიტიკულ როლს ასრულებენ. მათ ისტორიული ამოცანა დააწვათ მხრებზე – უპასუხონ პასუხისმგებლობას უკრაინის მიმართ და ზოგადად, უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება და მსოფლიო წესრიგი.

ამ კონკრეტულ მომენტში, ყველაზე მეტად გვაინტერესებს, შეძლებენ თუ არა ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების უკრაინის დაცვის აუცილებელ საქმეში დაბრუნებას.

დიახ, უკრაინისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები მის უსაფრთხოებაში ეკონომიკურადაც ყოფილიყო ჩართული, მაგრამ ჯერ მარტივ ფაქტზე შევთანხმდეთ: ტრამპი, უკრაინის ბუნებრივი რესურსების წილს, მოითხოვდა არა რაიმე გარანტიების მისაცემად, არამედ როგორც ბაიდენის მიერ გაწეული დახმარების თითქოსდა საფასურს. ეს ძალიან სერიოზულად გადასახედია.

აშკარაა, რომ ტრამპი და მისი გუნდი ვერ აფასებენ იმ ისტორიულ როლს, რომელიც ამერიკის ალიანსმა ევროპულ ქვეყნებთან შეასრულა თავად შეერთებული შტატების უსაფრთხოებაში.

მართალია, იმ მსოფლიო წესრიგს, რომლის სათავეშიც ამერიკა იდგა, ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ეს საუკეთესო სისტემაა, რაც აქამდე არსებულა. ალტერნატივა კი ისაა, რომ მსოფლიო წესრიგი შეიძლება ან სხვა დიდი ძალების მიერ იქნეს მიტაცებული, ან ქაოსით ჩანაცვლდეს და ეს, პირველ რიგში, თავად შეერთებულ შტატებს არ აწყობს.

ვიქონიოთ იმედი საღი აზრის. ერთი რამ, რაც ტრამპმა დაამკვიდრა, არის ის, რომ მის განცხადებებს ხშირად სრულიად განსხვავებული ქცევა მოსდევს. ქცევას დავაკვირდეთ. ჯერჯერობით, მისი მოქმედებები იმედს არ მაძლევს, მაგრამ როგორც იტყვიან, იმედი ბოლოს კვდება”, – განაცხადა ბადრიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები