spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მაკრონი – რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ ევროპას, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაივლის უკრაინის მხარდაჭერაზე უარზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ მთელ ევროპას. ამიტომაც ის ეწინააღმდეგება უკრაინაში “ზედმეტად მყიფე” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

“უკრაინელი ხალხი მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა, რომელიც საფრთხის ქვეშაა. ევროპაში, თუ ქვეყანას შეუძლია შეიჭრას თავის მეზობელ ქვეყანაში და დაუსჯელი დარჩეს, მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე გარანტირებული აღარ იქნება.

ისტორიამ გვასწავლა, რომ რუსული საფრთხე რეალურია და გავლენას ახდენს ევროპულ ქვეყნებზე. უკრაინა გლობალურ კონფლიქტად იქცა. რუსეთი გახდა და დარჩება საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის. მშვიდობისკენ მიმავალი გზა შეუძლებელია უკრაინის მიტოვებით”, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს გადაიარაღებას და ზრდის თავდაცვის ხარჯებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, როგორ დაარღვია რუსეთმა წინა დაპირებები და გარანტიები, ამიტომ უარყოფს “ზედმეტად მყიფე” ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში.

“მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაივლის უკრაინის მხარდაჭერაზე უარზე. მშვიდობა ვერ მიიღწევა ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატით და არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები