spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რატი იონათამიშვილი – როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ პარალელური ხმის დათვლის შედეგების საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდების, მზად არიან, წავიდნენ სიყალბის რეციდივზე

როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ 2024 წლის პარალელური ხმის დათვლის შედეგების საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდების, რომ მზად არიან, წავიდნენ სიყალბის რეციდივზე, 2020 წელს გააყალბეს და მაშინ ამაზე პასუხისმგებლობა არც მათ და არც მათ დონორს არ აუღიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა “სამართლიან არჩევნებთან” დაკავშირებით განაცხადა.

როგორც იონათამიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ “პივიტის” გაყალბება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ვინაიდან, ISFED-მა ეს შედეგი 2020 წლის არჩევნებზეც გააყალბა და მაშინ პასუხისმგებლობა არც ორგანიზაციას და არც მის დონორს აუღია.

“ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს “პივიტის” გაყალბება, რაც არ გაგვიკვირდება, რადგან 2020 წელს უკვე გააყალბეს და არც მათ და არც დონორს პასუხისმგებლობა მაშინ ამაზე არ აუღიათ. ახლა კი, როგორც ჩანს, იმდენად ეშინიათ 2024 წლის პივიტის თუნდაც საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდების, რომ მზად არიან, წავიდნენ სიყალბის რეციდივზე, თორემ, მოცულობის მომიზეზებით დროის გაჭიანურება, რა თქმა უნდა, არის უსინდისო ტყუილი და ფალსიფიკაცია”, –  განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები