spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორის ყურუა – მთავარი მისია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა იყოს დღის წესრიგში

შიდა პოლიტიკა, თითქოს ყველამ ფეხებზე დავიკიდეთ, თითქოს ამის დრო არ არის ახლა, რომ ჩვენ ქართველს ავუხსნათ ევროკავშირში შესვლა თვითონ მას რას მოუტანს. ამის ახსნა ვერ შევძელით და კარგად ვერ დავანახეთ ხალხს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები გადაერთვნენ საერთაშორისო პოლიტიკაზე და შიდა პოლიტიკა დაივიწყეს.

“პოლიტიკური პარტიები გადაერთვნენ საერთაშორისო პოლიტიკაზე და იქ ვიღაცებისთვის რაღაც ინფორმაციების მიტანაზე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საქმეა, უბრალოდ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენი ქვეყანაც და საზოგადოებაც მაგაზეა გადართული. “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” რომაა განვიხილავთ  ხოლმე საერთაშორისო პოლიტიკას და შიდა პოლიტიკა, თითქოს ყველამ ფეხებზე დავიკიდეთ, თითქოს ამის დრო არ არის ახლა, რომ ჩვენ  ქართველს ავუხსნათ ევროკავშირში შესვლა თვითონ მას რას მოუტანს და რა ბენეფიტები ექნება, რისი ახსნაც ვერ შევძელით და კარგად ვერ დავანახეთ, რომ ევროკავშირში შესვლა ის კი არ არის, რომ ქვეყანამ თავისი ისტორიული ოცნება აიხდინა და ჩვენი წინაპრები ხარობენ ზეციურ სამეფოში, არამედ არის ის, რომ სანამ ცუდად არ გახდები, მანამდე მიხვიდე ექიმთან.

მთავარი მისია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა იყოს დღის წესრიგში და იმაზე არ ვიყოთ ორიენტირებული როგორი ახალი პრეზიდენტი ჰყავს ამერიკას, როცა ჩვენ პრეზიდენტი გვყავს ყაველაშვილი. შინ თუ არ ვარგიხარ, არც სანადიროდ უნდა წახვიდე. ჯერ ჩვენი ქვეყანა და პრობლემაა და მერე საერთაშორისო და გეოპოლიტიკა”, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები