აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
“აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ – უფრო მეტი ბომბები, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – წერს დონალდ ტუსკი.
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.