პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
პარტიის წევრებმა წესდება დაამტკიცეს, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძეა.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარტია სამომავლოდ ითანამშრომლებს ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქესთან, რომელთანაც ფასეულობები, მიდგომები და მიზნები აერთიანებს.