spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი გახარია – ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!

ასეთია ივანიშვილის “ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება.

“ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის “ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის.

წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება.

ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!”, – წერს გიორგი გახარია.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები