რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურად ბათილდება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, “MEGOBARI act-ს” ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
“რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურად ბათილდება, მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ვნახავთ, რომ “MEGOBARI act-ს” ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
“MEGOBARI act” არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანიც რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდაა, რომ გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ ამოცანების განხორციელება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.