spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვდებიან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვდებიან.

მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ხელისუფლების დელეგიტიმიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ასევე, ცნობილია, რომ საუბრის თემა იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტები და გეგმები.

“ერთი ნაწილი იქნება საგარეო ვიზიტები, რომელიც გვქონდა. ბრიტანეთიდან ახალი ჩამოსული ვარ და პრეზიდენტთან (სალომე ზურაბიშვილთან) სრული კოორდინაცია უნდა იყოს ჩვენი საგარეო ურთიერთობების.

კონკრეტული ამოცანები, რაც გეგმის ნაწილია ეს არის სისტემის დელეგიტიმიზაცია, მათ შორის საერთაშორისო კუთხით, ქვეყნის შიგნით, ასევე ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა, მათ შორის კონკრეტულ შინაარსზე და ეს არის არა თუ გეგმა, არამედ განხორციელებაში მყოფი გეგმა”,  – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები