spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო კალანდაძე – არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონს რაიმე ფორმით განსხვავებული პოლიტიკა ექნება

ამ ეტაპისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონს რაიმე ფორმით განსხვავებული პოლიტიკა ექნება, – ამის შესახებ  “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს და მოსკოვს კონკრეტულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი ტრამპის პოზიციასთან დაკავშირებით.

“ივანიშვილი აიმედებდა თავის უშუალო გარემოცვას და ბიზნესელიტებს, რომ ცოტაც გავუძლოთ და ტრამპი საჩვენოდ გადაწყვეტს საქართველოს ბედსო, ეს ეფუძნებოდა იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რაზეც ივანიშვილს და მოსკოვს ხელი მიუწვდებათ, რომ ტრამპის გეოპოლიტიკური პოზიციები რეგიონთან და კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო უფრო ლმობიერი და ნაკლებად უკრაინის მხარდამჭერი.

ამ ეტაპისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონს რაიმე ფორმით განსხვავებული პოლიტიკა ექნება გარდა იმისა, რომ მათ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ყველაფერზე განსხვავებული პოზიცია აქვთ”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები