“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი “გამორჩეული” დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ქალთა დღეების ფარგლებში ეწვივნენ.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაყურებლის წინაშე მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარადგინეს.
“ევროპის უნივერსიტეტი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას აგრძელებს.