spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი წერეთელი – MEGOBARI act არის გამოვლინება იმ დიდი ყურადღებისა და ინტერესის, რაც აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ

MEGOBARI act ეს არის, პირველ რიგში, მხარდაჭერის აქტი და გამოვლინება იმ დიდი ყურადღებისა და ინტერესის, რაც აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ისგან არის ბევრი სასიკეთო შეთავაზება საქართველოსთვის, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია მისი აღსრულება.

“MEGOBARI act ეს არის, პირველ რიგში, მხარდაჭერის აქტი და გამოვლინება იმ დიდი ყურადღებისა და ინტერესის, რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ და არის ძალიან ბევრი სიკეთის შეთავაზება, ეს არის ეკონომიკურ ნაწილში, პოლიტიკურ თუ სამხედრო უსაფრთხოების ნაწილში, ასევე, სავიზო მიმოსვლა, ვაჭრობის გააქტიურება და პრეფერენციები და ასე შემდეგ. ოღონდ ამას აქვს გარკვეული პირობა და ეს პირობა, პირველ რიგში, არის დემოკრატიული გზა ქვეყნის. არა რეპრესიები პროტესტის მიმართ, არა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არა პოლიტიკური პატიმრები, არა მანიპულირებული არჩევნებისთვის გარემო, არამედ ცვლილება და თუ ასეთი ტიპის ცვლილება არ იქნება ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ მხოლოდ საწინააღმდეგოს მივიღებთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

აშშ-ში MEGOBARI act-ს დღეს, 11 მარტს განიხილავენ, სადაც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე იქნება საუბარი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები