შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა, საუბარია მიწოდებაზე ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით იასენკაში (პოლონეთი), – ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ განაცხადა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლონეთში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა სამხედრო დახმარების მიწოდება ადგილობრივი ჰაბით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სიტუაცია “სერიოზული” უწოდა.
დახმარების მიწოდების ნორმალიზება და მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის აღდგენა მიღწეული იქნა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში 11 მარტს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ.