სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება ერთადერთი რამის გამო, მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოსამართლე არის ამ კლანის ნაწილი.
“ეს მოსამართლე არის ამ კლანის ნაწილი. სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა.
სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. ვერ გაბედა ერთადერთი რამის გამო, მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, იმ ადამიანების, რომლებიც შევარდნაძესაც იცავდნენ, სააკაშვილსაც იცავდნენ და ახლა მათ იცავს. მათი შეეშინდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანების ეს სიგნალია, რომ დღეს ერთგულად რომ ემსახურებიან, ხვალ დაიჭერენ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.