გერმანიაში, ქალაქ გერაში ქართველმა მამაკაცმა მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული ქალი ქართველია.
როგორც Front News-სთვის ხდება ცნობილი, მისი მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალს დამწვრობა სახეზე და ხელებზე აღენიშნება.
მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს მეუღლის მიმართ ძალადობის მცდელობა მანამდეც ჰქონია.