spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სენატორი გრემი – თუ პუტინი ტრამპთან თამაშობს, ის ამას ინანებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცდება დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან, თუმცა თუ კრემლის ხელმძღვანელი ტრამპის მოტყუებას შეეცდება, ის ამას ინანიებს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა.

რეპორტიორმა ჰკითხა სენატორ გრემს, ჰქონდა თუ არა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, რადგან ტრამპს ჯერ არ დაუწესებია მნიშვნელოვანი სანქციები ამ ქვეყნისთვის. ამაზე გრეჰემმა უპასუხა, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ ჩატარებული დისკუსიების შედეგებს.

“ტრამპი აპირებს პუტინს ამ კვირაში საუბარს. თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას, სანამ არ დაელაპარაკებით მას, ვინც ამას ქმნის. პრობლემა კი პუტინია. ის მტაცებელია უკრაინაში და რეგიონში”, – აღნიშნა მან.

ამასთან, სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი შეძლებს დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

“იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს დაარწმუნოს პუტინი, მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის შეწყვეტის დასამყარებლად და იპოვოს გამოსავალი, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს მკვლელობის შესაჩერებლად. პლანეტაზე მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. თუ პუტინი ითამაშებს ტრამპთან, ის ინანებს“, – განაცხადა გრემმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები