spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დავით მათიკაშვილი – სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ფაქტების დამახინჯების საფუძველია

სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა, ყველა განცხადება, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ ფაქტების დამახინჯებისა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების საფუძველია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

“კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით როგორ შემოიპარა და როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია, მაღალი ალბათობით, სხვა ქვეყნის დახმარებით. რა არის ძნელად წარმოსადგენი, რომ სააკაშვილს ქვეყანა ასე ჩუმად გადმოეკვეთა და შემოპარულიყო? – მისი ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ლეგალურობა. ანუ, ეს “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ქმედებაა და სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა. ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ ფაქტების დამახინჯებისა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების საფუძველია. ჩვეულებრივ დანაშაულს აქვს ადგილი. ქვეყანაში მის შემოპარვას რა მიზნები ჰქონდა, რატომ შემოიპარა არჩევნების დროს და რა მიზნით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამაში “გლობალური ძალების“ ხელი ურევია, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო, არალეგალურად შეცვლილიყო ხელისუფლება და ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება მოეხდინათ, რათა შემდეგ იმ გლობალურ პროცესებში ჩაერთოთ, რაც უკრაინაში ომის დაწყებით გამოიხატა. საქართველოს ის როლი უნდა შეესრულებინა, რაც გლობალურ ომის პარტიას სურდა – ომში ჩართულიყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები