ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მშვიდად უნდა გაგრძელდეს პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც.
“ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ.
მადლობა ყველა ფონდს გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის.
როცა ვიცით რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც”, – წერს ელენე ხოშტარია.
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, “ნანუკას ფონდის” გარდა, დაყადაღებულია ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ.