spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ პროცესზე მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს მოსამართლე და განიხილება მხარეთა შუამდგომლობაც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე კი გადაწყვეტილება 17:30 საათზე გამოცხადდება. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები