spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – ამ ხელისუფლების იმედი რომ არ უნდა გვქონდეს, ეს ვიცით და ამიტომ, ამ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარეც

ამ ხელისუფლების იმედი რომ არ უნდა გვქონდეს, ეს ვიცით და ამიტომ, ამ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარეც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვარშალომიძე რუსების ძებნის სიაშია შეყვანილი.

“ლევან ვარშალომიძე, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული, განსაკუთრებით აჭარისთვის და ბათუმისთვის, მის ექსტრადიციას ითხოვენ რუსები. ბევრ სხვა პატრიოტ საქართველოს მოქალაქესთან  ერთად ის არის სიაში შეყვანილი რუსეთის ფედერაციის სიაში, როგორც ძებნილი. ამ სიაშია პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსების სახელით უკვე საპატიმროშია. ასევე, ამ სიაში არიან საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი გენერლები. ამ ხელისუფლების იმედი რომ არ უნდა გვქონდეს, ეს ვიცით და ამიტომ, ამ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარეც, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს არ გადასცეს საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთშია დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები