რითაც შეიძლება, რომ ებრძოლო რეპრესიებს არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფონდების დაყადაღება რეპრესიების გაგრძელებაა.
“ამ ფონდების დაყადაღება სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ არის რეპრესიების გაგრძელება, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენებით და ჩართულობით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
რეპრესიის მიზანი, პირველ რიგში, არის შიშის დათესვა და გავრცელება საზოგადოებაში. რითაც შეიძლება, რომ ებრძოლო რეპრესიებს არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“, ა(ა)იპ „ფროსფერითის“, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.