spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი – ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.

ტრამპის თქმით, საუბარი “ძალიან კარგად” წავიდა.

“უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ახლახან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკ უოლცს “განხილული საკითხების ზუსტი აღწერა” სთხოვა. შესაბამისი განცხადება “უახლოეს მომავალში” გამოქვეყნდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები