რეგულაციების ყველა ეს ტალღა გვეუბნება ერთსა და იმავე რაღაცას, რომ წინა ტალღა იყო არაეფექტური, – ამის შესახებ “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” ლიდერმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული წინააღმდეგობა ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის “ქართულ ოცნებას” .
“ფონდების დაყადაღება არის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც ცდილობს, როგორღაც ჩაახშოს ის წინააღმდეგობა, რაც ქუჩებშია. უკვე სათვალავიც კი ამერია, მერამდენე ტალღაა ამ რეგულაციების გამკაცრების. რეგულაციების ყველა ეს ტალღა გვეუბნება ერთსა და იმავე რაღაცას, რომ რეგულაციების წინა ტალღა იყო არაეფექტური. იმის წინ, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, რათა ჩიხში მოექცია პროტესტი, მათთვის ამან არ გაამართლა. ეს გვეუბნება იმას, რომ არსებული წინააღმდეგობა ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის “ქართულ ოცნებას”.
ჩვენ ვნახეთ ის, რომ დეკემბრის ბრუტალური ძალის გამოყენების შემდეგ რეჟიმმა შეცვალა სტრატეგია და ის ცდილობს, ისეთი ბრუტალური აღარ იყოს, მაგრამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.