spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – 22 მარტს გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას “მეგობარი აქტის“ მიმართ

22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას “მეგობარი აქტის“ მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “MEGOBARI act -ის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა.

“22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ. ამერიკის „MEGOBARI act -ის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

22 მარტს, 20:00 საათზე თბილისში “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი მარში გაიმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები