ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია, რომ საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია.
“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია, რომ საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ.
ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია, ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსს, რიგას და ტალინს ეწვევა.