spot_img
spot_imgspot_img
spot_img

Front News Georgia ქოფირაითინგის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) მხარდაჭერით Front News Georgia ქოფირაითინგის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღებას იწყებს.

ტრენინგ პროგრამა მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ქარელის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ტრენინგ მოდულები განკუთვნილი იქნება, როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ თემებს:

· ენერგოეფექტურობის საფუძვლები და მისი მნიშვნელობა

· მარტივი ენერგოაუდიტის განხორციელება

· განახლებადი ენერგიების გამოყენების უპირატესობები

· ქოფირაითინგი და ეფექტური კომუნიკაცია

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში მცხოვრებ 13+ წლის ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს.

შერჩეული მონაწილეები ტრენინგის ჩატარების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ელფოსტაზე კონკრეტული დროის და ლოკაციის მითითებით.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdy9VIH6T3VZGvbrtbpuXTAs2CCOeIzYtvei90Rgn-dWnmtKw/viewform?usp=sharing

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი, 18:00 საათი

ტრენინგების გავლის შემდეგ გამოცხადდება თემატური კონკურსი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც უნდა მოამზადონ მედია პროდუქტები (ვიდეო, სტატია, ინტერვიუ, ბლოგი და ა.შ) კონკურსი გამოცხადდება Front News-ის ვებგვერდზე და ინფორმაციას მიიღებთ ელფოსტის მეშვეობითაც.

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: project@frontnews.eu

Front News Georgia-ს კამპანიის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://frontnews.ge/front-news-samthvian-regionalur-energoepheqturobis-kampanias-itsqhebs/ 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები