spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სომხეთის პარლამენტმა “სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.

კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

პროექტის ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვის განმავლობაში შეძლო 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება (კანონით მოთხოვნილი 50 ათასი ხელმოწერის ნაცვლად). ეს ხელმოწერები საჭირო იყო პროექტის პარლამენტში წარსადგენად. 2024 წლის 9 იანვარს პროექტი მოიწონა სომხეთის მთავრობამ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები