გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი… გამახსენა “ქართული ოცნება” და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს.
მისივე თქმით, საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით.
“გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი… გამახსენა “ქართული ოცნება” და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ;
მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს”, – წერს ნიკა მელია.