spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა ხაზარაძე – რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე

პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?!, – ამის  შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

მისივე თქმით, მზადაა სასამართლოში გაარკვიოს საქმე.

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ  – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები