უკრაინა მიიღებს კიდევ მეტ Mirage-ებს საფრანგეთიდან. ასეთი ავიაცია უკვე ეხმარება უკრაინის ცის დაცვაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მაკრონს Mirage-ებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი უკვე გახდნენ უკრაინის საჰაერო ფარის ნაწილი.
როგორც მან აღნიშნა, ფრანგული გამანადგურებლები პირველ რიგში ეხმარებიან რუსების მიერ გაშვებული “შაჰედის” და სხვა თავდასხმითი დრონებისგან დაცვაში.
“ვისაუბრეთ, რომ Mirage-ების რაოდენობას გავზრდით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.