spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გია ხუხაშვილი – ორივე მხარეს სჭირდება პოლიტიკური პროცესის სტაგნაცია

სამწუხაროდ, ოპოზიცია ჯერ ვერ ახერხებს ადეკვატური ძალის ფორმირებას. “ქართული ოცნება” ცდილობს, სამართლებრივი პროცესის იმიტაცია შექმნას, –  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი.

“ქართული ოცნების” სტრატეგია გასაგებია, მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ერთგვარი ორჭიდი. ორი მიმართულებით მიდის ეს ბრძოლა, ერთი არის ფიზიკური, ძალისმიერი ერთი მხრიდანაც და მეორედანაც და მეორე სახეობა ამ პოლიტიკური სპორტის არის უფრო მორალის საქმე. ძალის დემონსტრირების მხრივ, ჯერჯერობით ხელისუფლება იგებს, პირდაპირ ვთქვათ – ჩაგრავს საზოგადოებას, ოპოზიციას. რაც შეეხება მორალურ მიმართულებას, იქ პირიქით გვაქვს ვითარება, ფაქტობრივად, ხელისუფლება მორალურად არის გაკოტრებული. ორივე მხარეს სჭირდება პოლიტიკური პროცესის სტაგნაცია. სამწუხაროდ, ოპოზიცია ჯერ ვერ ახერხებს ადეკვატური ძალის ფორმირებას. “ქართული ოცნება” ცდილობს, სამართლებრივი პროცესის იმიტაცია შექმნას, საზოგადოებას გაახსენონ ვითომ რაღაცა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები