დღეს, 27 მარტს, თერჯოლასა და სოფელ ღვანკითში ერთდროულად ორი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის მონიტორინგზე მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მოადგილე ზვიად ბაზაძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
თერჯოლაში მიმდინარეობს მაცაბერიძეების უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს “ჯეო როუდ ინვესტი“, სამუშაოების ღირებულება 130074 ლარი;
პარალელურად ასევე მიმდინარეობს ღვანკითი-ტელეფის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს “მეკა”, სამუშაოების ღირებულება 263 158 ლარი, პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2026 წელს;
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ფონდის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საგზაო პროექტები სოფელ ბარდუბანს და სიქთარვაში.