spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თეთრი სახლი პუტინს პასუხობს – “უკრაინაში ხელისუფლებას განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია და ხალხი”

პუტინის შეთავაზებას არჩევნების ჩატარების მიზნით უკრაინაში “გაეროს ეგიდით დროებითი ადმინისტრაციის შემოღებას” თეთრი სახლი ეხმაურება.

“პრინციპში, რა თქმა უნდა, დროებითი ადმინისტრაცია შეიძლება შეიქმნას უკრაინაში გაეროს, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების და ჩვენი პარტნიორების ეგიდით. იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს მთავრობა, რომელიც შეძლებს და სარგებლობს ხალხის ნდობით და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე”, – განაცხადა პუტინმა.

ამ განცხადებას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი უკვე გამოეხმაურა. თუმცა, Reuters ოფიციალური პირის ვინაობას არ აკონკრეტებს.

“თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, როდესაც ჰკითხეს პუტინის განცხადებაზე კომენტარი დროებითი ადმინისტრაციის შესახებ, განაცხადა, რომ უკრაინის მმართველობის სისტემა განისაზღვრება მისი კონსტიტუციით და ხალხით“, – წერს სააგენტო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები