spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას აპროტესტებენ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ საგამოძიებო კომისიის ქმედება მოღალატეობრივია.

რამდენიმე წუთის წინ კი შეკრებილ აქტივისტებსა და გოგა ხაინდრავას შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც ხაინდრავა აქტივისტებს უხამსი ჟესტით დაემშვიდობა. აღნიშნულმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია.

აქტივისტების განცხადებით, ხაინდრავას საქციელი წარმოადგენს “ქართული ოცნების” სახეს.

“ვნახეთ, გოგა ხაინდრავამ პარლამენტში ცილი როგორ დასწამა ქართველ გენერლებს, როგორ დააბრალა საქართველოს ომის დაწყება და გარეთ გამოსულმა მისი შვილის ტოლებს გვიჩვენა შუა თითი და გვლანძღა. “ქოცობა” რას ნიშნავს დღეს ქვეყანაში, არის გოგა ხაინდრავა. ეს არის “ქოცი”, მოღალატე. რაც შეეხება კომისიას, მთელი დღე ვხედავთ, თეა წულუკიანი როგორ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არის მიუღებელი”,  –  განაცხადა აქციის მონაწილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები