ზერტში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოების ღირებულება 2 705 500 ლარია.