spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", – აცხადებენ შსს-ში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები