spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – რუსეთი ზრდის უკრაინაზე თავდასხმების რაოდენობას, ზეწოლა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობას ზრდის. რუსეთზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ზეწოლა და ამას მოწმობს ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ამას მოწმობს რუსული ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. ამ ღამით – ბალისტიკა კიევის წინააღმდეგ, მათ ასევე დაარტყეს ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი აჩვენებს თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ ამას მსოფლიო დაუშვებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინაში 1460-ზე მეტი მართვადი ბომბი, თითქმის 670 თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.

“ყოველი დარტყმა ხვდება ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ისინი ებრძვიან ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ მოედნებზე. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ნათესავებს. მადლობა ჩვენს ყველა სამსახურს, რომელიც ეხმარება და გადაარჩენს უკრაინელებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთი თავდასხმები რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის პასუხია ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ამიტომ ის მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს.

“თითოეულმა პარტნიორმა დაინახა – ამერიკამ, მთელმა ევროპამ, მსოფლიომ, რომ რუსეთი აპირებს განაგრძოს ბრძოლა და მკვლელობები. ამიტომ, ზეწოლის შემსუბუქება არ შეიძლება. ღირს ყველა ძალისხმევის მიმართვა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მშვიდობის დასაახლოებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები